ნორვეგიის მეჩეთში სროლის საქმეს ხელისუფლება შესაძლო ტერორისტული აქტის მიმართულებით იძიებს
ნორვეგიის მეჩეთში სროლის საქმეს ხელისუფლება შესაძლო ტერორისტული აქტის მიმართულებით იძიებს

ნორვეგიის მეჩეთში სროლის საქმეს ხელისუფლება შესაძლო ტერორისტული აქტის მიმართულებით იძიებს. ნორვეგიის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ნორვეგიელი მამაკაცი პოლიციისთვის ცნობილი იყო, თუმცა მის კრიმინალურ წარსულზე ინფორმაცია ცნობილი არ არის.

თავდამსხმელს ულტრამემარჯვენე და ანტი-იმიგრაციული ხედვები აქვს და სიმპათიას ავლენდა ნაცისტური ოკუპაციის დროს ნორვეგიის კოლაბორაციონისტი მთავრობის ლიდერის, ვიდკუნ ქუისლინგის მიმართ. თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.

მეჩეთის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავდასხმის დროს შენობაში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ალ-ნურის ისლამურ ცენტრში ცეცხლი 10 აგვისტოს გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის დროს, ერთ-ერთმა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები თავდამსხმელის განიარაღების დროს მიიღო. მეჩეთზე თავდამსხმელი მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.