ნორვეგიის ახალმა მეფემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო
ნორვეგიას ახალი მეფე ჰყავს. ჰააკონ VIII-მ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო.
როგორც ცერემონიისას ჰააკონ VIII-მ აღნიშნა, ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონს დაიცავს.
„ნორვეგიის პარლამენტო, გპირდები და ვფიცავ, რომ ნორვეგიის სამეფოს მისი კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად ვმართავ. დამეხმარე ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთო“, – განაცხადა ჰააკონ VIII-მ.
ცერემონიას 22 წლის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და 20 წლის პრინცი სვერე მაგნუსი ესწრებოდნენ.
ნორვეგიის წინა მეფე, ჰარალდ მეხუთე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2024 წელს მან საჯარო საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ხოლო 17 აგვისტოს სისხლის იშვიათი დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.