ნორვეგიაში რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული გემი „პროფესორ მოლჩანოვი“ დააკავეს

21:52, 02.09.2026

ნორვეგიაში რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული გემი „პროფესორ მოლჩანოვი“ დააკავეს.

უკრაინის უმსხვილესი ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია „ნაფტოგაზის“ ცნობით, გემის დაკავება კომპანიის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

„ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, გემი კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენებოდა.

გადაწყვეტილება ნორვეგიის ნურ-ტრომსისა და სენიას რაიონულმა სასამართლომ 2026 წლის 31 აგვისტოს მიიღო. გემის დაკავება მიზნად ისახავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლის თანახმადაც, რუსეთს „ნაფტოგაზის“ ჯგუფის აქტივების ანექსირებულ ყირიმში უკანონოდ ჩამორთმევისთვის დაახლოებით 4.22 მილიარდი დოლარის, ასევე პროცენტებისა და ხარჯების გადახდა დაეკისრა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გემს ეკრძალება ამჟამინდელი ადგილსამყოფლის დატოვება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ნაფტოგაზის“ მმართველობის საბჭოს მოვალეობის შემსრულებლის, სერგი ფედორენკოს თქმით, „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გზაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის აქტივების მოძიებას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ფედორენკომ.

მსგავსი