ნორვეგიაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნა გაიმართება
ნორვეგიაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნა გაიმართება

ნორვეგიაში შემოდგომაზე ნატო-ს მასშტაბური წვრთნა გაიმართება, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

არსებული მონაცემებით, სამხედრო სწავლება 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაიმართება. ეს ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება.

მანევრების ჩატარების მიზანს ახალი ტიპის საფრთხეებზე ალიანსის რეაქციის შემოწმება წარმოადგენს.

წვრთნები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლის სცენარის მიხედვით გაიმართება.