ნორვეგიაში, მესამე დღეა, გაციფრულების სახელმწიფო სააგენტოზე კიბერთავდასხმა გრძელდება, მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია სხვადასხვა სახელმწიფო სერვისი 

13:02, 26.08.2026

ნორვეგიაში, მესამე დღეა, გაციფრულების სახელმწიფო სააგენტოზე კიბერთავდასხმა გრძელდება, რის გამოც მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისი მიუწვდომელია.

ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მესამე და ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმაა სააგენტოზე.

მიმდინარე თვეში პოლონეთის ხელისუფლებამაც გაავრცელა ცნობა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კომპანიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ, რის შედეგადაც პერსონალური მონაცემების მასშტაბური გავრცელება მოხდა.

ევროკავშირში კი პირველად აღიარეს, რომ უცხოური მთავრობები ცდილობდნენ, შეეღწიათ ევროკავშირის მაღალჩინოსნების პირად მიმოწერებში. ივლისში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ცხრა რუს პირს და ოთხ კომპანიას, რომელთაც ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

მსგავსი