ნორვეგიაში მემარცხენე ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
ნორვეგიაში მემარცხენე ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ნორვეგიაში მემარცხენე ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ხმების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ორი მოკავშირე, მემარცხენე-სოციალისტები და ევროსკეპტიკოსი ცენტრისტული პარტია 169-ადგილიან პარლამენტში 100 ადგილს დაიკავებენ.

მოქმედი მმართველი პარტია ახალ საკანონმდებლო ორგანოში 68 მანდატს მიიღებს. ამ შედეგების მიხედვით, ნორვეგიაში მემარჯვენე ცენტრისტების რვაწლიანი მმართველობა დასრულდება.

მემარცხენე კოალიციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, მილიონერი იონას გარ სტოერე ხელმძღვანელობს. საარჩევნო კამპანიის დროს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდა. იონას გარ სტოერე 2005-2012 წლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.