ნორვეგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

00:58, 27.02.2020

ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ჩინეთიდან გასულ კვირას დაბრუნებული მოქალაქეა. შესაბამის ინფორმაციას ნორვეგიის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინფიცირებული საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება და მას დაავადების სიმპტომები აღარ აღენიშნება.

მანამდე, ნორვეგიაში კორონავირუსზე 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა კვლევა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

მსგავსი