ნორვეგიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები დაწესდა
ნორვეგიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები დაწესდა

ნორვეგიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერნა სულბერგის თქმით, მოგზაურებმა ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ. ნორვეგიაში შუა ღამიდან დახურულია ბარები. შეიზღუდა სახლებში სტუმრების მიღების რაოდენობაც.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 22 578 შემთვევაა დაფიქსირებული, 282 პაციენტი კი გარდაიცვალა.