ნორვეგიაში კორონავირუსის გამო შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს
ნორვეგიაში კორონავირუსის გამო შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს

ნორვეგიაში შესაძლოა უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, რისი მიზეზიც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რიცხვის ხელახალი ზრდაა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერნა სოლბერგის თქმით, შეზღუდვების მოხსნამდე, ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. როგორც „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი შეზღუდვების დაწესება ივარაუდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ჯამური მაჩვენებელი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებამ ნორვეგიაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების საფრთხე გააჩინა.

დედაქალაქის რეგიონში, სადაც ახლა ვირუსის ბრიტანული ვარიანტი დომინირებს, არა პირველადი საჭიროების მაღაზიები და სკოლები ს ნაწილი დახურულია. რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისის ფუნქციონირება შეუძლიათ.

4 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში, სადაც 5,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 337 600 ადამიანს გაუკეთდა. ვაქცინის ორივე დოზა კი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

დატოვე კომენტარი