ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო, კარანტინი გამკაცრდა
ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო, კარანტინი გამკაცრდა

ნორვეგიაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ დაფიქსირების გამო, კარანტინი გაამკაცრეს.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, დღეიდან ოსლოსა და კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები, გადა სასურსათო მარკეტებისა, პირველ თებერვლამდე დაიხურება.

შესაბამის განცხადებას ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, აიკრძალება სპორტული აქტივობების გამართვა, ხოლო სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლაზე გადავა.