ნორვეგია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის
ნორვეგია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის

ნორვეგია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა გააკეთა.

ჩვენ ერთად შევძელით ვირუსზე კონტროლის დამყარება. მაშასადამე შეგვიძლია, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა.

პრემიერის თქმით, საბავშვო ბაღები 20-დან 27 აპრილამდე პერიოდში გაიხსნება. სკოლის დაწყებითი კლასები კი, სწავლას 27 აპრილიდან განაახლებენ.

მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, კვლავ ამ ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას. სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება კი, ქვეყანაში 15 ივნისამდე აკრძალული იქნება.

ნორვეგიაში „კოვიდ-19“-ის 5 863 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ვირუსით ქვეყანაში 88 ადამიანი დაიღუპა.