ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ
ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, – ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ბახტაძემ და ერნა სოლბერგმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანა შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მთავრობის მეთაურებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.