ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა
ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა

ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი კი წინააღმდეგი იყო.

ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 3 ნოემბერს გააკეთა.