ნონა მამულაშვილი - შალვა ნათელაშვილი ახლაც რუსეთის აგენტია
ნონა მამულაშვილი - შალვა ნათელაშვილი ახლაც რუსეთის აგენტია

შალვა ნათელაშვილი ახლაც რუსეთის აგენტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

როგორც ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, 2012 წლამდე საქართველო დიდი რაოდენობის აგენტები იყო აღმოჩენილი, ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები და გამოვლენილები.

„როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს ადამიანები გამოაცხადა პოლიტიკური პატიმრებად და გაათავისუფლა. ამიტომ ცოტა ხნის წინ მივმართე შს მინისტრს წერილით, რომ მაინტერესებს, 2012 წლიდან დღემდე რამდენი აგენტი იყო გამოვლენილი, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ხდებოდა მაშინ ადამიანების აგენტებად გამოცხადება, მაგალითად ირაკლი ბათიაშვილიც მაშინ აგენტად გამოიყვანეს, საუბარი იყო შალვა ნათელაშვილსა და პირველი პრეზიდენტის შვილზე, ნონა მამულაშვილმა აღნიშნა: „შალვა ნათელაშვილი ახლაც რუსეთის აგენტია“.

ამასთან, მამულაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად უკონტროლოდ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები.

„რატომ შემოუშვა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ უკონტროლოდ ამდენი რაოდენობის რუსი საქართველოს ტერიტორიაზე. 2012 წელს საქართველოში არსებობდა სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებდა იმ ადამიანებს, ვინც შემოდიოდა საქართველოში და ჩვენ გვქონდა გარანტია, რომ დივერსანტები არ შემოვიდნენ, შემოდიოდნენ ტურიზმის მიზნით. დღეს ჩვენ შემოგვდის რუსეთის მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელიც არის სრულიად უკონტროლო, რომელზეც ვერც ერთი სამინისტრო ვერ მცემს პასუხს, რატომ შემოდიან ეს ადამიანები, რატომ ეძახიან ამ ადამიანებს ტურისტებს. ძალიან დიდი შანსია, ამ ადამიანებს შორის იყვნენ დივერსანტები“, – განაცხდა მამულაშვილმა.