ნონა მამულაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მიშელის შეთანხმებაშიც იყო გაწერილი, პროცესში მონაწილეობას მივიღებთ
ნონა მამულაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მიშელის შეთანხმებაშიც იყო გაწერილი, პროცესში მონაწილეობას მივიღებთ

ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი არ აკონკრეტებს, დაუჭრს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის შემცირებას ორის ნაცვლად, სამ პროცენტმდე შესთავაზებს.

როგორც ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები ერთადერთი შემთხვევაა, როცა პარტია საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს და პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

„ამ შემთხვევში, ეს არის პრინციპული თემა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შარლ მიშელის შეთანხმებაშიც იყო გაწერილი. ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 7 სექტემბერს განიხილავს. ცვლილებებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე მცირდება; ასევე იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ცვლილებების კორექტირება იგეგმება, თუმცა რა მიმართულებით ამას ჯერ არ აკონკრეტებენ.