ნონა მამულაშვილი - მივიჩნევ, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ინტერესებს და ვაპირებ, ამაზე დასავლელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრო
ნონა მამულაშვილი - მივიჩნევ, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ინტერესებს და ვაპირებ, ამაზე დასავლელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გატაცების თაობაზეც ექნებათ საუბარი.

როგორც ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რეგიონში არის ძალიან საგანგაშო და საქართველოს პარტნიორები არიან შეწუხებულები „ქართული ოცნების“ ამ მიმართულებით.

„შეხვედრაზე ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ გუშინდელ ქმედებაზე, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გატაცების თაობაზე. ეს იყო წარმოუდგენელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვეულებრივმა ტერორისტებმა, გაიტაცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. ვისაუბრებთ არჩევნებზე და იმ მომავალზე, რაც საქართველოს ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დროზე არ მიხედავენ ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას და „ქართული ოცნების“ ღია პრორუსული პოლიტიკის გამო, არ გამოთქვამენ თავის პოზიციებს. მივიჩნევ, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ინტერესებს და ამის შესახებ ვაპირებ, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრო“, – განაცხადა მამულაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ელჩი კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან.