ნონა მამულაშვილი - იაგო ხვიჩიამ ითამაშოს თავის პარტიაში, ვფიქრობ, დანეძლავება, გაწუწვა და მაიმუნობა უნდა დასრულდეს
ნონა მამულაშვილი - იაგო ხვიჩიამ ითამაშოს თავის პარტიაში, ვფიქრობ, დანეძლავება, გაწუწვა და მაიმუნობა უნდა დასრულდეს

იაგო ხვიჩია ფხიზელ მდგომარეობაში იყო, როცა ამ კომენტარს აკეთებდა? მის ბოდვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ითამაშოს თავის პარტიაში, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა იაგო ხვიჩიას განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ეძებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე ახლა მაინც დაენაძლევება.

ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური ვითარება და მაიმუნობა უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური ვითარება და დანეძლავება, გაწუწვა, გათამაშება და მაიმუნობა უნდა დასრულდეს, რითაც საზოგადოება დავღალეთ. ქვეყანას კრიზისიდან მალე გამოსვლა სჭირდება. აქედან ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომ 2 ოქტომბერს მთავრობა გადავირჩიოთ და კოალიციური მთავრობა მოვიდეს, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე დააბრუნებს“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.