ნონა გაფრინდაშვილის თასის მოგზაურობა თელავიდან იწყება
ნონა გაფრინდაშვილის თასის მოგზაურობა თელავიდან იწყება

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა. რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, წელს კი გარდამავალი თასის საქართველოში მოგზაურობა კახეთიდან დაიწყება.

ხვალ თელავში ბლიც-თამაში გაიმართება, სადაც დიდოსტატ ქალებთან ერთდროულად 30 დაფაზე ითამაშებენ ნონა გაფრინდაშვილი, ქეთი წაწალაშვილი და ბელა ხოტენაშვილი.

გაიმართება საჭადრაკო პარტია გიგანტური საჭადრაკო ფიგურებით.

მოეწყობა ქართული ჭადრაკის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მინი-ექსპოზიცია.

ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, თუმცა მანამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის