ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

16:00, 13.08.2018

ნორვეგიის ქალაქ დრამენში  სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5,5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლბეით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შესაბამისად, ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ხმიადაშვილია, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

მსგავსი