ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა
ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებს ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და მათთან ერთად ითამაშა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მათი საქმიანობის შესახებ მოისმინონ.

თავის მხრივ, მსჯავრდებულებმა მოჭადრაკე ხელნაკეთი ნივთებით დაასაჩუქრეს.

დატოვე კომენტარი