ნომბერში ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა
ნომბერში ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა

მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 6,9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი (25,8%), ხორცპროდუქტები (9,9%), რძის პროდუქტები (9,7%), ხილი (9%), ცხიმი ( 7,4%), ტრანსპორტი (15,8%) და სამედიცინო მომსახურება (6,3%).

წლიურ მაჩვენებელში 19,4 პროცენტით გაიზარდა ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.

ბოლო 11 თვეში წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს 2,9 პროცენტით გადააჭარბა.