ნოიერი - რუსეთთან მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო (ვიდეო)

გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერმა რუსეთთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. მან იქვე დაამატა, რომ გუნდმა პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაში აჩვენა.

„მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ციტირებს გემანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ნოიერის სიტყვებს, – „ჩვენ გვინდა ცუდი წელიწადი კარგად დავამთავროთ და მოვიგოთ დარჩენილი თამაშები. შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ ჰოლანდიასთანაც 90 წუთის მანძილზე, რაც რუსეთთან პირველ ტაიმში ვაჩვენეთ. გერმანიის ნაკრებს ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი დიდი პოტენციალით და მათ შეუძლიათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ამხანაგურ მატჩში რუსეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. თავი გამოიჩინეს ლეროი სანემ, ნიკლას ზულემ და სერჯ გნაბრიმ.