ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 
ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა პარტიამ„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფელბისთვის“ მიიღო. ოპოზიციურ ძალას გასულ თვეში 80 129 ლარი შესწირეს, თუმცა არაფულადი შემოწირულობის სახით. არაფულად შემოწირულობებში, ძირითადად, საოფისე ინვენტარი შედის.

სხვა პარტიებმა ნოემბერში ჯამში 22 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღეს. 11 625 ლარი ჩაირიცხა „თავისუფალი საქართველოს“ ანგარიშზე; 7 000 – „პატრიოტთა ალიანსის“; 3 000 ლარი ჩარიცხა საკუთარი მოძრაობის, „სამართლიანობის“ ანგარიშზე ეკა ბესელიამ; „ეროვნულმა ფორუმმა“ 693 ლარი მიიღო; „დემოკრატიულმა მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“  – 100 ლარი.

ნოემბერში ფულადი ან არაფულადი შემოწირულობა არ მიუღია პარტია „ქართულ ოცნებას“.