ნოემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3,2 პროცენტით გაიზარდა

12:45, 25.12.2017

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და 1-ელი დეკემბრისათვის 34.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკის ავრცელებს.

 სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.5 პროცენტია.

2017 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მსგავსი