საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. ინფორმაციას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება სწორედ ხორვატიასთან მატჩს უკავშირდება. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სფფ-ის ახლანდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ გატანილი გოლით, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს.