ნოემბერში ხორვატიასთან მატჩი დაიგეგმა

10:07, 13.02.2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. ინფორმაციას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება სწორედ ხორვატიასთან მატჩს უკავშირდება. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სფფ-ის ახლანდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ გატანილი გოლით, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს.

 

მსგავსი