ნოემბერში ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ახალი ნაწილი გამოვა [ვიდეო]

18:15, 17.09.2018

ნოემბერში ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ახალი ნაწილი გამოვა, რომელსაც „გოგონა ობობას ქსელში“ ჰქვია.

ფილმზე კომპანია Sony Pictures მუშაობს.

ახალ ნამუშევარში მონაწილეობას არ მიიღებენ წინა ფილმის მთავარი ვარსკვლავები დენიელ კრეიგი და რუნი მარა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლიზბეთ სალანდერის როლის შესრულებისთვის იყო წარდგენილი რუნი მარა ოსკარზე.

Variety-ის ინფორმაციით, ახალ ფილმში მთავარ როლს The Crown-ის ვარსკვლავი კლერ ფოი შეასრულებს.

 

მსგავსი