ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა
ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა

საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის ნოემბერში 2.2 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის 11 თვეში ეკონომიკის რეალური ზრდა 4.7 პროცენტს შეადგენს.

თოდრაძის ინფორმაციით, ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა საფინანსო სექტორში, ვაჭრობისა და უძრავი ქონებით ოპერაციებში. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში.

ასევე, ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტით შემცირდა იმპორტი.