ნოდარ ტურძელაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები დესტრუქციული ქმედებებით ჩაიშალოს 
ნოდარ ტურძელაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები დესტრუქციული ქმედებებით ჩაიშალოს 

მოლაპარაკების კუთხით, როდესაც წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს,  ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

როგორც ნოდარ ტურძელაძემ აღნიშნა, რამდენიმე თვეა, ოპოზიციური ძალებს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდომისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე თვეა, ოპოზიციურ ძალებს აქტიურად მოვუწოდებთ, რომ მაგიდასთან დასხდნენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებები კონსტრუქციულად მივიღოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე, როდესაც პრაქტიკულად ბოლომდე მიდის მოლაპარაკებების საკითხი, ოპოზიციური პარტიებისგან ახალ-ახალ სცენებს ვხედავთ. ეს დღეს უკვე იმდენად შეუნიღბავია, რომ საზოგადოება კარგად აანალიზებს, რა ხდება. მოლაპარაკების კუთხით, როდესაც წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს,  დესტრუქციული ქმედებებით ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი მეგობრებიც, შესაბამისად, არ იყო გასაკვირი განცხადებები, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაკეთდა“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.