ნოდარ ქუმარიტაშილის დაღუპვიდან 9 წელი გავიდა
ნოდარ ქუმარიტაშილის დაღუპვიდან 9 წელი გავიდა

2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ქართული სპორტისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშილი, ვანკუვერში თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშის დროს დაიღუპა.

ქუმარიტაშილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო საცდელი დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანშია დაკრძალული.