ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინდელი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები გაანაწყენა
ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინდელი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები გაანაწყენა

ირაკლი კობახიძემ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთმანეთთან გააიგივა, რაც მის პოლიტიკურ სისუსტეზე მეტყველებს, -ამის შესახებ ექპერტმა ნოდარ ხარშილაძემ პარლამეტის თავმჯდომარის გუშინდელი გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შავს თეთრისგან ვეღარ არჩევს და პრეზიდენტსაც კი „ნაციონალობას“ აბრალებს.

„ირაკლი კობახიძემ, რომელიც  „ქართული ოცნების“ პროფკავშირის მდივნად გადაიქცა, კომიკური და ამასთან ერთად, ტრაგიკული განცხადება გააკეთა. მან გააიგივა აბსოლუტურად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ისეთები, რომლებიც მართლა უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი, ვინც წინააღმდეგები არიან „ნაციონალური მოძრაობის“. ირაკლი კობახიძემ ყველა ერთ ქვაბში მოხარშა, რაც მის, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ სისუსტეზე მეტყველებს, რადგან ყველა გაინაწყენა. ის და მისი ხელისუფლება განსხვავებას ვეღარ ხედავენ და შავს თეთრისგან ვერ არჩევენ. მარგველაშვილსაც კი ნაციონალობა დააბრალეს. ბევრი რამე შეიძლება დააბრალოს „ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილს, მაგრამ ნაციონალობა სასაცილოა. ჩემი აზრით, ხელისუფლება როდესაც მტრებს ეძებს, არის აგონიაში. ის არ არის პირველი, რომელსაც ეს მოსდის. ეს მოსდიოდათ ხელისუფლებებს სხვა ქვეყნებშიც, შესაბამისად,  მტრის ხატის ძებნაში  ყველა „ენჯეო“ გახდა ამ ხელისუფლების მტერი, რაც მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. იმდენად წამგებიანი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიახლოებულმა ექსპერტებმაც კი დასცინეს ბატონ ირაკლის და ეს უკვე იმის დასტურია რომ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი“,-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა, 13 კაცი და ქალი, რომლებსაც პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები აქვთ.