ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მამუკა სალუქვაძის სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მამუკა სალუქვაძის სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში საპრემიერო სამზადისია. 7-8 მარტს, თეატრის მცირე სცენაზე დასი მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვე”-ს გაითამაშებს.

„როცა სიყვარული ჩვევაში გადადის, როდესაც ხელოვნება ხდება ხელობა, სიყვარული კი არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, სიყვარული ხომ თავისთავად არაჩვეულებრივია. არასოდეს არ უნდა იცნობდე ადამიანს იმდენად, რომ აღარ გაინტერესებდეს. არ შეიძლება ორი სიმარტოვის ერთად ყოფნა“, – ასე აღწერს სპექტაკლის კონცეფციას თავად ავტორი.

დადგმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები, ია შუღლიაშვილი და ბესო მეგრელიშვილი თამაშობენ.

საპრემიერო სპექტაკლების შემდეგ „სიმარტოვე” თეატრის მუდმივმოქმედ რეპერტუარში დარჩება.