ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში, გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის წლიური ანგარიში განიხილეს

14:07, 29.06.2018

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის წლიური შემაჯამებელი ანგარიშისა და განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული ჯგუფი ინიციატივა „გააცოცხლე გურია”-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა და მოიცავს სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გაერთიანებას, რომლებიც რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის ზრუნავენ. გარდა ამისა, აღნიშნული ჯგუფი სხვადასხვა საინიციატივო აქტივობით ხელს უწყობს გურიის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

პრეზენტაციაზე რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს, რომელიც რეგიონული აქტივობის ჯგუფის ინიციატივით, გერმანიის აიჰშტატ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის ექსპერტების მიერ, გურიაში განხორციელდა.

მსგავსი