ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში ყველაზე მასშტაბური ქართული საფეხბურთო ტურნირი, ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-11 საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი საზეიმოდ დღეს გაიხსნა.

შეჯიბრებაში 2007, 2008 და 2009 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობენ. ორ ასაკში გუნდებმა 4-4 გუნდიანი სამი ჯგუფი დააკომპლექტეს, ხოლო 2008 წელს დაბადებულებში – ოთხი. პირველი ეტაპის თამაშები დღეს დაიწყო და 30 მაისს დასრულდება, 31 მაისს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, 31 მაისს – ნახევარფინალები, ხოლო 1 ივნისს „მიხეილ მესხი 2“ ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ქართველი მწვრთნელისა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციაში პირველი პრეზიდენტის სახელობის თასისთვის იბრძოლებენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, სამტრედიას, ხაშურის, მარტვილისა და ოზურგეთის გუნდები.