ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის მთავრობას საკუთარი ხალხის დატერორებაში ადანაშაულებს
ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის მთავრობას საკუთარი ხალხის დატერორებაში ადანაშაულებს

ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ქვეყნის მთავრობას საკუთარი ხალხის დატერორებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„რაც ბელარუსში ხდება, არის ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს განზრახვაზე. არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანას დავკარგავთ“, – განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ნობელიანტ მწერალთან სახლში შვიდი ევროპული ქვეყნის ელჩი მივიდა.