ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება დისტანციურ ფორმატში გაიმართა
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება დისტანციურ ფორმატში გაიმართა

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება დისტანციურ ფორმატში გაიმართა. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, 2020 წლის ნობელის პრემიის ყველა გამარჯვებული ღონისძიებას სახლიდან ადევნებდა თვალს.

დაჯილდოვების ცერემონიალი თითქმის ცარიელ დარბაზში, მუსიკოსების თანხლებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, შვედეთის ტელევიზიამ ცერემონია პირდაპირ ეთერში გადასცა.

„ეს მართლაც განსხვავებული ნობელის პრემიის ცერემონიაა“, – განაცხადა შვედეთის მეფემ, კარლ გუსტავ მე-16-მ, რომელიც ჩვეულებრივ გამარჯვებულებს ცერემონიაზე ჯილდოს გადასცემს.