ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დენის მუკვეგემ და ნადია მურადმა მიიღეს
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დენის მუკვეგემ და ნადია მურადმა მიიღეს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კონგოელ ექიმ დენის მუკვეგეს და ადამიანთა უფლებების​ დამცველს იეზიდ ნადია მურადს გადაეცათ.

კონგოელი გინეკოლოგი, დენის მუკვეგუ აფრიკულ სახელმწიფოში ომის ერთ-ერთ იარაღად სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე წლებია აქტიურად არის ჩართული. მას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფო აქვს გახსნილი, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ასობით ქალებს მკურნალობის კურსს უტარებენ.

კონგოელი გინეკოლოგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი 10 წლის განმავლობაში იყო, თუმცა გამარჯვება მხოლოდ წელს მოიპოვა.

იეზიდი ნადია მურადი კი ადამიანთა უფლებებს ერაყის მასშტაბით იცავს. ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, როდესაც 2014 წელს ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაიტაცა. 2017 წელს გათავისუფლების შემდეგ კი უფლებადამცველ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.