ნობელიანტი და უფლებადამცველი შირინ ებადი ირანელებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

18:10, 04.01.2018

ნობელიის პრემიის ლაურეატი და უფლებადამცველი, შირინ ებადი ირანელებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ირანელი უფლებადამცველის თქმით, მოსახელობამ რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოითხოვოს და მთავრობაზე ეკონომიკრი ზეწოლა მოახდინოს.

„ქუჩებში დარჩენა და საკუთარი მოთხოვნების გაჟღერება – ეს კანონიერი საქმეა, რაც უნდა გაგრძელდეს. ეს ირანელების უფლებაა, რომელიც კონსტიტუციითაა აღიარებული“, – აღნიშნა ებადიმ გაზეთ Al-Sharq al-Awsat-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, შირინ ებადიმ თანამემამულეებს მოუწოდა, არ გადაიხადონ წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები, ასევე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, გამოიტანონ ფული სახელმწიფო ბანკების ანგარიშებიდან.

ნობელიის პრემიის ლაურეატმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მიმართა, შეურთდეს გამოსვლებს და არ გამოიყენოს ძალა ძმების წინააღმდეგ.

მსგავსი