„ნიუსვიქი“ - საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-მდე წევრი კოვიდინფიცირებულია
„ნიუსვიქი“ - საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-მდე წევრი კოვიდინფიცირებულია

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-მდე წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუსვიქი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, სწორედ ეპიდემია არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთმა იემენთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. სამეფო ოჯახის დაინფიცირების შესახებ იუწყება „ნიუ იორკ თაიმსიც“, რომელიც ოჯახთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

საუდის არაბეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ექვსი კვირის წინ დაფიქსირდა. დღეისათვის კი, ქვეყანაში ინფიცირების სამი ათასამდე და გარდაცვალების 41 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, საუდის არაბეთში ვირუსისგან 630-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.