ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიამ მიიღო დეკლარაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შესახებ
ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიამ მიიღო დეკლარაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შესახებ. ნიურნბერგის დეკლარაცია გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.
კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაფართოვდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების სასამართლო დევნისთვის ტრიბუნალი შექმნას.
The Nuremberg Academy has published the
“Nuremberg Declaration on the Crime of Aggression”
calling for a tribunal to prosecute crimes of aggression in #Ukraine and for extending the competences of the #ICC regarding the #CrimeOfAggression.
Read it: https://t.co/4w03k2xA4d pic.twitter.com/G3W5LXPsfj— Nuremberg Academy (@NurembergAcadem) May 8, 2023
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნიურნბერგის დეკლარაცია ადგენს პირდაპირ კავშირს ნიურნბერგის ტრიბუნალსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს შორის. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.
I welcome the Nuremberg Declaration which draws a direct link between the Nuremberg Tribunal and the Special tribunal on the crime of aggression against Ukraine we’re working on now. Russian leadership, like Nazi leadership in 1945, must be prosecuted for the crime of aggression. https://t.co/DRUVSQPdNT
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 8, 2023