„ნიუკასლის“ სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა ბრუნო გიმარაეშის „არსენალში“ წასვლა #1TVSPORT

21:52, 07.08.2026

„ნიუკასლის“ სპორტულმა დირექტორმა, როს უილსონმა დაადასტურა ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის ლონდონის „არსენალში“ გადასვლა. პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 75 მილიონი ფუნტი შეადგენა.

„ის ჩვენი კაპიტანია და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენი გუნდისთვის. მაგრამ თუ ფასზე ვილაპარაკებთ – ეს მსოფლიო რეკორდია მისი ასაკის ფეხბურთელისთვის.

ჩვენ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ – ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ბრუნომ დიდი პატივისცემით მიგვანიშნა, რომ წასვლა და წინსვლა სურდა. ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელს შეუძლია წავიდეს, მაგრამ თანხამ გავლენა მოახდინა ჩვენს გეგმებზე.

ვერ იტყვით, რომ ბრუნოს გაყიდვა ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იყო და რომ ამაზე ზაფხულში ვფიქრობდით – ეს ასე არ არის. მაგრამ ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ და მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება მოვახდინოთ“, – მოჰყავს Sky Sports-ს უილსონის სიტყვები.

მსგავსი