„ნიუკასლი“ ჯასტინ კლუივერტით დაინტერესდა #1TVSPORT

14:25, 12.02.2025

„ნიუკასლ იუნაიტედმა“, რომელსაც ესმის, რომ გაუჭირდება ზაფხულში თავისი ძირითადი ფორვარდის ალექსანდერ ისაკის შენარჩუნება, ახალი თავდამსხმელის ძებნა დაიწყო.

ინტერნეტ-გამოცემა Fichajes.net-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ინტერესდება „ბორნმუთის“ ფორვარდით ჯასტინ კლუივერტით.

„ნიუკასლს“ კონკურენცია მოუწევს „არსენალთან“, რომელმაც ასევე ყურადღება მიაქცია უმცროს კლუივერტს.

25 წლის ნიდერლანდელი ამ სეზონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა „ბორნმუთში“ – მან ყველა ტურნირზე 17 გოლში (12 გოლი, 5 პასი) მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი