„ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის მთავრობის ფონდმა შეიძინა #1TVSPORT
„ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის მთავრობის ფონდმა შეიძინა #1TVSPORT

პრემიერლიგის კლუბის „ნიუკასლ იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია კლუბის მფლობელის შეცვლის შესახებ.

„ნიუკასლის“ აქციათა დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%) საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო ინვესტიციათა ფონდმა (PIF) შეიძინა.

PIF-ის ხელმძღვანელი იასირ ალ-რუმაიანი დაიკავებს „ნიუკასლის“ მმართველი საბჭოს არააღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს.

2007 წლიდან „ნიუკასლ იუნაიტედს“ სათავეში ედგა ინგლისელი მილიარდერი მაიკ ეშლი. ჭორების მიხედვით, კლუბის გაყიდვის გარიგება 300 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.