„ნიუ ორლეანისთვის“ მიმდინარე რეგულარული სეზონი არასტაბილურად მიმდინარეობს. გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე სერიოზული საკადრო ცვლილებები მოახდინა – მოიყვანა ახალი მწვრთნელი სტენ ვან განდი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით „პელიკანსს“ ხუთი მოგება და 10 მარცხი აქვს – „მინესოტასთნ“ ერთად დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე ცუდი შედეგი.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „ნიუ ორლეანის“ ხელმძღვანელობა ლონზო ბოლისა და ჯეი ჯეი რედიკის გაცვლასთან დაკავშირებით, სატელეფონო ზარებს აქტიურად პასუხობს. ორივე კალათბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.