ნიუ მექსიკოს შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს და შენობის კედელზე საღებავით წარწერები დატოვეს
ნიუ მექსიკოს შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს და შენობის კედელზე საღებავით წარწერები დატოვეს

ნიუ მექსიკოს შტატში, „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს, შენობის კედელზე კი საღებავით ICE=KKK წარწერები დატოვეს, სადაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) აბრევიატურა „კუ კლუქს კლანთან“ არის გათანაბრებული.

შემთხვევა გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში შეძლო.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებს.

ცოტა ხნით ადრე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ალბუკერკში რეიდების დროს 48 არალეგალი მიგრანტი დააკავა. სწორედ აღნიშნულ სამსახურს დაავალა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტირება.