ნიუ მექსიკოს შტატში, ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ნიუ მექსიკოს შტატში, ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუსეს ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთაგან ორი – 19 წლის, ხოლო ერთი 16 წლის მოზარდია.

სროლის შედეგად ასევე დაშავდა 14 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, ამ დროისთვის სამართალდამცველები მის ინდენტიფიცირებას ცდილობენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.