ნიუ-ჯერსის შტატში უიტნი ჰიუსტონის კოსტიუმების მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა
ნიუ-ჯერსის შტატში უიტნი ჰიუსტონის კოსტიუმების მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

ნიუ-ჯერსის შტატის East Orange-ის ოლქში, სადაც მომღერალი უიტნი ჰიუსტონი დაიბადა და გაიზარდა, ვარსკვლავის კოსტიუმების მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა. პირველი ვიზიტორები კი, მისი სახელობის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ექსპოზიციაზე უიტნი ჰიუსტონის სხვადასხვა საკონცერტო კოსტიუმები, პირადი ნივთები, გრემი სიმღერისთვის I will always love you, მუსიკალური ჩანაწერები, ფოტოები და წლების მანძილზე მომღერლის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები გამოიფინა.