ნიუ ჯერსის ციხეებში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შესაძლოა, პატიმრების 20 პროცენტი გაათავისუფლონ
ნიუ ჯერსის შტატში აშშ-ის მასშტაბით ციხეებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფექციის გავრცელების შენელების მიზნით, შესაძლოა, ნიუ ჯერსის პატიმრების 20 პროცენტი ვადაზე ადრე გაათავისუფლონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ნიუ ჯერსის სენატორები განილიხავენ კანონმდებლობას, რომელიც 3000 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებსაც პატიმრობაში ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩათ გასატარებელი. ნიუ ჯერსის შტატის ციხეებში „კოვიდ-19“-ით უკვე სულ მცირე 50 პატიმარი გარდაიცვალა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აქამდე ნიუ ჯერსის ციხეებიდან მხოლოდ 300-მდე პატიმარი გაათავისუფლეს.