ნიუ იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
ნიუ იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ნიუ იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისას რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა.

პრეზიდენტებმა ასევე, რიგი ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის დასრულების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ვლადიმერი ზელინსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის დახმარებით თხევადი გაზის მიწოდების საკითხი უკრაინისთვის კვლავ აქტუალურია.

გარდა ამისა, ლიდერებმა საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ იორკში გაერო-ს 76-ე სესიაზე იმყოფებიან.