ნიუ იორკში სწავლის დაწყება მეორედ გადადეს
ნიუ იორკში სწავლის დაწყება მეორედ გადადეს

ნიუ იორკში სწავლის დაწყება მეორედ გადადეს. ქალაქის მერ ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები 29 სექტემბრამდე დისტანციურად ისწავლიან, ხოლო უფროსკლასელები სკოლაში პირველ ოქტომბერს დაბრუნდებიან.

როგორც ნიუ იორკის მერმა სკოლების დირექტორებთან და პედაგოგების პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, სკოლები სასწავლო პროცესის აღსადგენად მზად არ არიან.

სკოლებში სწავლა ნიუ იორკში თავდაპირველად 10 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. შემდეგ კი 21 სექტემბრამდე გადაიდო, რადგან მასწავლებლები გაფიცვით დაიმუქრნენ. მათი თქმით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

ნიუ იორკში 1800-ზე მეტი სკოლააა, სადაც ერთ მილიონზე მეტი ბავშვი სწავლობს.